,,მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ”-ირაკლი კობახიძე

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და, შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და, პირველ რიგში, თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა  გადაცემა „იმედის კვირაში“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading