მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს
მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს. ლორია პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითია ყველასთვის — ჩემთვის კი კიდევ უფრო დიდი ინსპირაციის წყარო.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი.
მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სავსებით დაიმსახურე
– გიორგი მამარდაშვილი
