მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაო პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ხახულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ წინაშე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

სოფელ ალგეთში გზის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading