მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო კონკურსი „ინტელექტის საათი“ გაიმართება

კონკურსში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.

კონკურსის მიზანია მოზარდებში ცოდნის გაღრმავება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 15 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. შეჯიბრება 17 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/…/1FAIpQLSfOddUswH00ivqYR…/viewform…

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading