მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს არჩევას ულოცავს
ამირან გიორგაძის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. უწმინდეს შიო III-ს უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას და ვუსურვებ წარმატებებს და კეთილდღეობას“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე .