მარნეულის მერმა ახალგაზრდულ საბჭოსთან შეხვედრა გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, ახალგაზრდულ საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის დროს განხილული იქნა მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
საბჭოს წევრებმა მერს წარუდგინეს საკუთარი ხედვები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების როლის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში.
მერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ახალგაზრდულ საბჭოსთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წარმოაჩინონ საკუთარი ინტერესები მუნიციპალიტეტის დონეზე.