მარნეულის მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დიალოგის რეჟიმში მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები.