მარნეულელ მკლავჭიდელთა წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე
თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მკლავჭიდელებმა და მოიპოვეს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი.
15 წლამდელთა შორის, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ორივე ხელში, საქართველოს ჩემპიონი გახდა დემეტრე მუმლაძე,
18 წლამდელთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში, საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა გიორგი ლომიძემ.
15 წლამდელთა შორის, 45 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სპორტსმენების პირადი მწვრთნელები არიან: შერმადინ ბოჭოიძე და მამუკა ბოჭოიძე.