კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო
კვლევის აღნიშნული ეტაპის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები, ასევე, შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, დადგინდეს გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები.
კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას, ხოლო ორივე ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი იყო, რის გამოც ComCom-მა მას სხვა კომპანიების ქსელზე დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.
კომუნიკაციების კომისია | Communications Commission




