ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კახეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოავლინეს.

🔹 ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდის მიმდებარედ, მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით მდინარე ალაზანზე უკანონოდ მოიპოვა 5 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.

🔹 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში კი მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროდენით მოიპოვეს 17,8 კგ. თევზი. ბრაკონიერებმა მიმალვა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაც სცადეს, რის გამოც მათ წინააღმდეგ დამატებით შედგა ოქმები დაუმორჩილებლობის მუხლითაც.
❗ ორივე შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შესაბამისი მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ უწყებებში.
✅ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები 24/7 რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით, რათა დროულად აღმოიფხვრას გარემოსდაცვითი სამართალდარღვევები.
📞 მოქალაქეებს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე — 153.