ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი.

ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7: +972 3 609 3206“, – წერია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading