ინაუგურაციამდე ერთი დღე ადრე დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს შეხვდა

„დიდი ხნის განმავლობაში ვაძლიერებდით სხვა ქვეყნებს, ვიცავდით მათ საზღვრებს და ტერიტორიებს, ახლა კი ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის შენებას, დავიცავთ ჩვენს საზღვრებს და ვიზრუნებთ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, ძლიერი, მდიდარი და ამაყი ქვეყანა და ეს დაიწყება ხვალიდან. მე დავასრულებ ომს უკრაინაში, ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და შევაჩერებ მესამე მსოფლიო ომს, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ.

გავაუქმებთ წინაა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ყველა რადიკალურ და სულელურ გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ფიცს დავდებ. ძალიან მალე დავიწყებთ დეპორტაციის მასშტაბურ ოპერაციას, უფრო მასშტაბურს, ვიდრე ეს პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროს იყო“, – Capital One Arena-ზე გრანდიოზულ შეკრებას ათასობით ადამიანი დაესწრო, რომელთაც არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading