თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2 245 ჰექტრით გაფართოვდა და დღეისათვის, 34 280 ჰექტარს შეადგენს

„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცა სოფელი ტბათანა მიმდებარე ტერიტორიით და ჩამოყალიბდა ტბათანას დაცული ლანდშაფტის უბანი.

აღნიშნული წაახალისებს ტბათანას მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, უნიკალური კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading