თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს განცხადებების მიღებას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუტენტებისთვის
2025 წლის 1 აპრილამდე, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების მიხედვით, მიმდინარეობს განცხადებების მიღება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუტენტებისთვის.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 60 სტუდენტზე (სემესტრის ფარგლებში 30 სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ უმაღლესი შეფასება (A) ფრიადი (90 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, სასურველია კონკურსში მონაწილე სტუდენტს მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სხვადასხვა აქტივობებში, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით ან/და საგანმანათლებლო პროექტებში. ასეთ სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან შედარებით.
სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება მერის სახლზე;
პირადობის მოწმობის ასლი;
ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;
სერთიფიკატის ასლი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესახებ, მიმდინარე სასწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში;
განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
სტიპენდია გაიცემა „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივ სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მე-7 მუხლის (ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის) ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის შემოდგომის შედეგების მიხედვით.
პროგრამასთან დაკავშირებული ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/document/view/6365411…
