თეთრიწყაროს გუნდის მორიგი გამარჯვება ქალთა ლიგა 2-ში
,, 9 ტურის მატჩში, რომელიც ქალთა ლიგა 2 – ის ფარგლებში გაიმართა, თეთრიწყაროს ქალთა საფეხბურთო გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის ,,საბურთალოს” წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თეთრიწყაროს გუნდი საქართველოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილს იკავებს, რაც დიდი შრომის და დაუღალავი მონდომების შედეგია.
წლებია განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ გოგონებს და თითოეული მათი გამარჯვება მოტივაციას მაძლევს პირადად შევუწყო ხელი ქალთა ფეხბურთის განვითარებას მუნიციპალიტეტში.”-აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის განცხადებაში.




