თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი-ს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდები და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading