თბილისში კორპუსის ნგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – დაღუპულია ორი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამშენებლო ან საექსპლუატაციო წესების დარღვევას ეხება.

უახლესი ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას უკვე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი დაშავებული კი სტაციონარში გადის მკურნალობას.

სამაშველო და საპოლიციო სამსახურები ადგილზე მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრულია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading