თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში , ხელფასები იზრდება

„როგორც გასულ წელს, 2025 წელსაც იქნება ხელფასების მატება 10%-ით. ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა. საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომლისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად მოხდება თითოეულ საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა. ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები საშუალოდ 25%-ით იზრდება. რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით.

დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading