ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთმა დაკავებულმა სხდომის მსვლელობისას დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეს ესროლა. მისი განცხადებით, თავს იცავდა და ამ მიზეზით, განახორციელა გასროლა, თუმცა არ დააკონკრეტა რისგან იცავდა თავს.
გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ყაჩაღობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, პროკურორის თქმით, ეკუთვნის ერთ-ერთ ბრალდებულს, ასევე ვაზნები და მობილური ტელეფონი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
5 იანვარს ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან მოხდა უცხო თავდასხმა, სადაც რუს მოქალაქეს ესროლეს შემდეგ კი ცხედარი გადამალეს. ბრალდებულები პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.
მომხდარზე ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები