,,ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული”-ნათია თურნავა
„ნებისმიერი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან მოსაზრება რომ სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მოიკვლიოს და მსგავს შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება.
ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული,
„ქართუ ბანკის“ დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა გამოთხოვილი დოკუმენტების ანალიზისა და საჯარო განცხადებების ერთობლიობის საფუძველზე.”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის საოლქო სასამართლოში