მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა – საქმე საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების წინააღმდეგ. უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის მიმდებარედ მდინარე მტკვარზე გამოვლინდა.

დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ეკიპაჟებმა სამართალდარღვევა 24-საათიანი პატრულირების ფარგლებში აღმოაჩინეს. მოქალაქეები გასაბერი ნავიდან თევზჭერისთვის აკრძალული ელექტროიარაღით საქმიანობდნენ. შედეგად, უკანონოდ იქნა მოპოვებული ხრამულის სახეობის 3.5 კგ თევზი.

აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასთან დაკავშირებული მასალები გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებას შემდგომი რეაგირებისთვის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7 რეჟიმში აგრძელებენ პატრულირებას. მათი მიზანია როგორც უკანონო თევზჭერის, ისე ტყითსარგებლობისა და ნადირობის შემთხვევების დროული გამოვლენა და აღკვეთა.

ამავდროულად, დაუყოვნებლივ ხორციელდება რეაგირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბუნებრივი რესურსების არალეგალური გამოყენებისგან და დაიცვან გარემოსდაცვითი კანონმდებლობა – გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! “- ნათქვქმია განცხადებაში,რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading