დღეს, ცნობილ ფერმწერსა და გრაფიკოსს, თენგიზ მირზაშვილს (ჩუბჩიკა) 91 წელი შეუსრულდებოდა

თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934  წელს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. სწავლობდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე,მესამე კურსიდან თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე.  1961 წლიდან – სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. 1972-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად.1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის“ გასაფორმებლად.

თენგიზ მირზაშვილი არის 150-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი.

მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” სამი წიგნი,წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის “ჩამომიარ საწუთროში” რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ”, რედაქტორი და მხატვარი; სპეციალური ერთჯერადი გაზეთების „რეზო ინანიშვილი“, „მერაბ მამარდაშვილი“ „სვეტიცხოველი“(1994)რედაქტორი და მხატვარი;მირზაშვილი, გიორგი. რეკლამის შემდეგ. (2003) შემდგენელი და რედაქტორი; მირზაშვილი, გიორგი.„ფრაგმენტები სურათისათვის“ (2003) შემდგენელი და რედაქტორი და სხვ.1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ჟურნალ- გაზეთების რედაქციებში ილუსტრატორად. აქვეყნებდა წერილებსა და პუბლიკაციებს ნიკო ფიროსმანზე, „ვეფხისტყაოსანზე“, კულტურის სხვადასხვა ძეგლზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading