დმანისში გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
დმანისში, გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი გაეცნო და ხაზი გაუსვა პროექტების მნიშვნელობას მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანიაღვრე არხები. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო პროექტის ღირებულება 340 390 ლარს შეადგენდა.