დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან – არიფ სულეიმანოვთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
შეხვედრის ფარგლებში მერმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალბატონებს მადლობა გადაუხადეს პროფესიონალიზმისთვის, საზოგადოებრივი სამსახურისა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
დმანისის მუნიციპალიტეტი მუდმივად აფასებს და მხარს უჭერს ქალთა როლს ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, როგორც პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულება.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall




