დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის „სარფის“ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.