დადიანების სასახლეთა მუზეუმის ახალი ინიციატივა!
2024 წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, ყოველ ოთხშაბათს, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ორივე სასახლის საგამოფენო დარბაზების დათვალიერება უფასო იქნება ნებისმიერი ვიზიტორისთვის!
გარდა ამისა, ოთხშაბათობით მუზეუმის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე სტუმრებს ღია დახვდება
დედოფლისეული სასახლის სამუშაო დრო: 10:00 – 17:30
ნიკოსეული სასახლის სამუშაო დრო: 11:00 – 17:00
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 28 76 76
