გარემოს დაცვის სამინისტრო პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის რეგულაციებზე მუშაობს ♻️

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილისა და მოადგილეების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ინიციატივა, რომლის თანახმადაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, შესაძლოა პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვა შეეზღუდოთ.

📍 ინიციატივის მიზანია პლასტმასის მოხმარების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების წახალისება.
👉 მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგულაციებზე მუშაობა ბიზნესთან თანამშრომლობით გაგრძელდება, რათა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანმრთელობის საკითხები დაბალანსებულად იქნას გათვალისწინებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading