გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს სტენდზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენდნენ კომპანიები:

Agrolane / აგროლეინი

“Blue Bird”

Golden Farms

Namiani · ნამიანი

Agro Valley • აგრო ველი

“Keystone Agro”

“SRT”

Paprika

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია: ლურჯი მოცვი, თხილი, სანელებლები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანი აბულაძე დაესწრნენ.

ქართულ პავილიონს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი ორენ ლავი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა, გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს.

„FRUIT LOGISTICA“ მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency  ავრცელებს.

ყველა რეაქცია:

1212

2

3

მოწონება

კომენტირება

გაზიარება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading