გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო

კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული.

შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობს.

სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შესაბამისმა აღსრულებამ მათი დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading