გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 7 თვეში 488 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

2025 წლის პირველ იანვრიდან ივლისის ბოლომდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის 488 შემთხვევა დააფიქსირეს, საიდანაც 233 სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში (121), იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში (92-92).

ბრაკონიერები ძირითადად სახლართი ტიპის ბადეებსა და ელექტროიარაღებს იყენებდნენ. პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 1200 მეტრზე მეტი სახლართი ბადე და 32 თევზმახე.

დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ და რეაგირებენ ცხელ ხაზზე (153) შემოსულ ყველა შეტყობინებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading