გარდაბნის მუნიციპალიტეტში აღთაკლია-ყარათაკლიაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან რამაზ ბუდაღაშვილთან, ფუად მირზოევთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, აშენდა 120 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, მოწესრიგდება შიდა სივრცეები, მოპირკეთდა ფასადი, მოეწყო კიბეები, სველი წერტილები, წყლისა და წყალარინების სისტემები.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ორი სოფლის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading