გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია დედის დღესთან დაკავშირებით 210 ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს
სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი), სასურსათო ნობათი გადაეცემათ.