გარდაბანში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ჯანდარა-ლემშვანიერას დამაკავშირებელ საავტომობილო გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

პროექტის ფარგლებში, გზაზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის სტანდარტული და ინდივიდუალური საგზაო ნიშნები და ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შემცირდება მგზავრობის დროც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 476 917 ლარით დაფინანსდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading