გარდაბანში სოციალიზაციის ცენტრის ბენეფიციარ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მზია კაჭარავა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა ბენდელიანი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ ხაჩიძე ქალაქ გარდაბანში უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის ცენტრს ესტუმრნენ.

ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები თაიგულებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და ტკბილეულით მიულოცეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading