გავრცელებული ცნობით, ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ხანდაზმული კაცი უკვე დაღუპული იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.