,,ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე”-შალვა პაპუაშვილი

,,ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე.

ვნახეთ მათი მიმართვები – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ასევე ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ცარიელ ნომრად – მეხუთე. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხუთი ნომერი გახდა მისი დასახელების ნაწილი. სიმბოლურია, რომ ის, როგორც ექსპრეზიდენტი, ნომრითაც კი პირდაპირ აფილირებული ხდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთადერთი, რაც ამ სამდღიანი ვოიაჟით მოიპოვა,არის ის, რომ ყველამ ცალსახად დაანახა, მისგან დარჩენილია მხოლოდ ნომერი ექსპრეზიდენტისა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ .

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading