ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნისისთეატრში სპექტაკლს „ბეთქილი“ დაესწრო.

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ბოლნისის თეატრის სცენაზე
მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა.

სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ
დალის შესახებ , ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც
თაობიდან თაობას გადაეცემა.

სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების
დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

„სპექტაკლი „ბეთქილი“ მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია, რომელიც გვახსენებს
ჩვენი ქვეყნის მდიდარ ტრადიციებსა და ფოლკლორს. მსგავსი ღონისძიებები ხელს
უწყობს კულტურის პოპულარიზაციას და რეგიონებს შორის ურთიერთობების
გაძლიერებას.“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ

სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი და ადგილობრივი
თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

წარმოდგენა გაიმართა „შემოქმედებითი საქართველოსა“ და საქართველოს კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading