ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

„ყველა მეთორმეტე კლასელს, განსაკუთრებით კი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

ჩემო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, განსხვავებული ეტაპი იწყება, რომელიც მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი თავი. მჯერა, რომ წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენს საზოგადოებაში.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading