ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, უნეტარეს გიორგის სამძიმარი
მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს
ყოვლადუსამღვდელოესო,
უღრმესი მწუხარებით შევიტყვეთ ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის უფლისმიერი მიცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ერისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
იგი იყო რწმენის დაუცხრომელი მოღვაწე, რომელმაც თავისი ბრძოლითა და მრავალმხრივი მოღვაწეობით მთელი ეპოქა აღბეჭდა და გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საკუთარი ერის სულიერ აღორძინებაში. ნეტარხსენებული პატრიარქი გამოირჩეოდა, როგორც ეკლესიის დიდი მაშენებელი; მისი მამობრივი სიყვარული საქმით გამოიხატა საქართველოსადმი გაღებული ფასდაუდებელი ამაგით, რითაც განამტკიცა ქვეყნის საზოგადოებრივი ერთობა.
კვიპროსის ეკლესიის სახელით, გამოვხატავ ჩვენს უთბილეს სამძიმარს მოძმე საქართველოს ეკლესიის მიმართ ამ დანაკლისის გამო. ვლოცულობთ, რათა უფალმა დაამკვიდროს მარადხსენებული პატრიარქის ნეტარი სული მართალთა სავანეებში და აღმოაჩინოს მისი ღირსეული მემკვიდრე საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.
უფლისმიერი სიყვარულით,
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი
კვიპროსის წმინდა საარქიეპისკოპოსო
19 მარტი, 2026 წელი