,,ახალაიას და დგებუაძის მეთაურობით, სუმბაძე ჩააჯენს ჩვენს სამ ბიჭს და უბრძანებენ, სანამ არ გეტყვით, მანამდე ქუჩებში ატარე, მერე მოგვიყვანე სასაკლაოზეო”-მიხეილ ართმელაძე

„სუმბაძემ ჩასვა ავტომანქანაში [ბიჭები]. გული მეწვის, დანაღვლიანებული გული მაქვს და ვრცლად მინდა, დეტალებში ავხსნა, საზოგადოებისთვის რომ გასაგები
იყოს. ბოდიშს გიხდით, დანგრეული, გაღატაკებული, დაძირული ოჯახი ვართ. იმ ორი „დედიკოს ბიჭის” მეთაურობით, ახალაიას და დგებუაძის მეთაურობით ჩააჯენს ამ სამ ბიჭს და ეტყვიან, ბრძანებას გასცემენ, სანამ ჩვენ არ გეტყვით, მანამდე ეს ბიჭები თბილისის ქუჩებში ატარე, მერე მოგვიყვანე სასაკლაოზეო. მთელი დღე ატარა თბილისის ქუჩებში „ოპელით” ამ ალექსანდრე სუმბაძემ და გიორგი დგებუაძემ გასცა ბრძანება, მსხვერპლი მომიყვანეთ აქ. განაჩენით გელაპარაკებით, რომელიც ხელთ მაქვს, ეს არის ჩემი მტკიცებულება, განაჩენს ვეყრდნობი. მივიდა სუმბაძე ნავთლუღის ავტოსადგურში, მიიყვანა ეს სამი ბიჭი და დაახლოებით 21:15 საათია, იანვარში უკვე ეს დრო ღამეა. ბრძანება მიიღო იმათგან ბრძანება, რომ ჩამოსვი ეს ბიჭები და წადიო. სუმბაძე ლაპარაკობს [ჩვენებაში], ჩამოვსვი ეს ბიჭები და წრე
დავარტყიო, სროლები ატყდა და წრე რომ გავაკეთე, მოვბრუნდი ისევ, იმ ადგილის მოპირდაპირედ და ჩოჩქოლი, ხმაური იყო. დავინახე, ვინც მოვიყვანე, ეს სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყვნენ დახოცილებიო.” – განაცხადა „ნავთლუღის სპეცოპერაციისას” მოკლული მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading