აზერბაიჯანის დელეგაცია სართიჭალაში „გარდაბნის მესაქონლეობის“ ფერმას ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი აზერბაიჯანულ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდნენ.

დელეგაციამ „გარდაბნის მესაქონლეობის“ ფერმა მოინახულა და საქმიანობის მიმდინარეობას გაეცნო.

კომპანია 2024–2025 წლებში არაერთხელ სარგებლობდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით, რაც ფერმის მოწყობასა და განვითარების ხელშეწყობას მოხმარდა.
„გარდაბნის მესაქონლეობა“ ფლობს ორ ფერმას: სართიჭალაში – მეხორცულ მიმართულებას, ხოლო ლემშვენიერაში – სანაშენე ფერმას.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading