1939 წლის 31 მარტს დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია – მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფისა და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელია კავკასიაში.
ზვიად გამსახურდიას ინიციატვით საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები და სახალხო რეფერენდუმი რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.