საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდნენ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, მათ შორის: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, მუქარა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ნარკოდანაშაული და დოკუმენტების გაყალბება.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading