დავით კარგარეთელმა გარდაბნის N3 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხაჩიძე წარადგინა

გარდაბნის მერობის კანდიდატი დავით კარგარეთელი აქტიურად აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს ამომრჩევლებთან. ამჯერად, იგი გარდაბნის N3 საოლქო მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობას შეხვდა და ოფიციალურად წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატი – თამარ ხაჩიძე.
შეხვედრას გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ. საუბარი ძირითადად მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულ თემებსა და იმ ინიციატივებს შეეხო, რომელთა განხორციელებასაც გუნდთან ერთად გეგმავს როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატი.


დავით კარგარეთელის განცხადებით, თამარ ხაჩიძე არის პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული კანდიდატი, რომელიც წარმატებით მოემსახურება ამომრჩეველთა ინტერესებს და იქნება მათთან მუდმივ კავშირზე.

თამარ ხაჩიძემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად ჩაერთოს ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში.

