ანსამბლი „ლამპრული“ GEO ART Fest-ზე წარმატებით წარსდგა და სპეციალური პრიზი მოიპოვა

30 მარტს, ქ. თბილისში, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალი „GEO ART Fest“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ფოლკლორის სამსახურის სოფელ ხაიშის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლამპრულმა“.

ხელმძღვანელი: მაია ჭანტურიძე

ფოლკლორის სამსახურის უფროსი: ხათუნა თავართქილაძე

ფოლკლორის განყოფილების უფროსი: გურამ კვასტიანი

📌 ფესტივალის დასრულების შემდეგ, „ლამპრული“ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და წარჩინების დიპლომით.

ანსამბლი ღირსეულად წარსდგა ფესტივალის მონაწილეთა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, წარმოაჩინა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურული პოტენციალი და მოპოვებული აღიარება საქალაქო საზღვრებს გასცდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading