,,დღეს არ სთხოვო.. ღვთისმშობელი..დაღლილია

დღეს არ სთხოვო..

ღვთისმშობელი..დაღლილია,

გულზე,

ჯვრიდან გარდმოხსნილი,

შვილი უწევს,

დღეს,არ სთხოვო,

ყველა სიტყვა,უძლურია

მიწა ისევ,დაატარებს

ცოდვის სურნელს.

დღეს დედაა..

სულ უბრალო,

დედა ჯვართან,

ცრემლიანი,

უსამართლოდ,მოკლულ შვილით..

დღეს არ სთხოვო..

ღვთისმშობელო მაპატიე..

ვერ მოგისმენს,

განუწყვეტლივ,რადგან ტირის.

სტკივა ისე..

როგორც ცხრა თვე ნატარები,

შვილი სტკივა..

ზეციური საჩუქარი,

დღეს,რაც უნდა გაწუხებდეს

არ გაბედო..

ამაოა,მასთან,შენი სატკივარი.

დღეს არ სთხოვო..

ღვთისმშობელი დაღლილია..

დღეს გაწირეს

შვილი..მისი საფიცარი,

ყველაფერი,გვაპატია

ღვთისმშობელმა,

მხოლოდ ამ დღეს,

დაივიწყეთ სათხოვარი.

//ნ.ბილანიშვილი/

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading